saqarTvelos mRvimeebi - uSolTis mRvime
მღვიმე რაჭის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში, მდინარე ბნელეთურის (ხეორის მარცხენა შენაკადი) აუზში, სოფელ უშოლთიდან 2,5 კმ, ზღვის დონიდან 1840 მ. გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში, ჯამური სიგრძე 2150 მ. მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით დარბაზები „თბილისის უნივერსიტეტი“, „ვახუშტი“ და სხვა. მღვიმიდან გამოდის ნაკადული.
ფოტო გალერეა